MADRIDISTA.GE > სიახლეები, ტრანსფერები, ინტერვიუ > ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: "ნეიმარის "რეალში" ხილვა არ მსურს"

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: "ნეიმარის "რეალში" ხილვა არ მსურს"


13-02-2018, 15:40. ავტორი: ZZ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი ნეიმარის მადრიდის "რეალში" გადაბარგების წინააღმდეგია...

"ნეიმარის მადრიდის "რეალის" მაისურით ხილვის სურვილი არ მაქვს".

"არ ვიცი, შეიძინოს უნდა თუ არა "რეალმა" მბაპე, მაგრამ ბეილი, კრიშტიანუ და ბენზემა საუკეთესოები იყვნენ, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ მათი ასპარეზობა ეჭვს იწვევს. თუმცა, მათი კვლავ მჯერა".

"რაც შეეხება "რეალისა" და "პსჟ"-ს მატჩს, რაციონალური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, პარიზელებმა მადრიდელები ასპარეზობას უნდა გამოთიშონ, მაგრამ სინამდვილეში, ასეთ მატჩებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემპიონთა ლიგა "რეალის" ტურნირია. განსაკუთრებით ახლა, როცა ჩემპიონატში ბრძოლა წაგებულია, ხოლო გუნდი სამეფო თასს გამოეთიშა. "რეალი" ისეთივეა, როგორიც ერთი წლის წინ იყო. ჩვენ ჩემპიონზე ვსაუბრობთ. გუნდზე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხი გათამაშებიდან სამი მოიგო. ვფიქრობ, "პსჟ"-ს ტურნირს მიღმა დავტოვებთ".

უკან დაბრუნება