MADRIDISTA.GE > სიახლეები, ინტერვიუ > მარიანო: "ბენზემა და რონალდუ საოცარი გოლეადორები არიან"

მარიანო: "ბენზემა და რონალდუ საოცარი გოლეადორები არიან"


13-02-2018, 15:56. ავტორი: ZZ "ლიონის" ფორვარდმა მარიანო დიასმა მადრიდის "რეალში" ასპარეზობის პერიოდი გაიხსენა...

"მადრიდის "რეალში" შესანიშნავი დრო გავატარე. იქ განვვითარდი როგორც ფეხბურთელი და პიროვნება. ამის წყალობით ფეხბურთში უმაღლეს საფეხურზე ავედი. ამ კუთხით კლუბს დიდ მადლობას ვუხდი".

"ზიდანი ჩემზე ზრუნავდა. ის ბევრ ასპექტში დამეხმარა. ზიზუმ პირველ გუნდში თამაშის საშუალება მომცა. ამ მწვრთნელს ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ახლა კარგად ჩანს, რომ ის კლუბში უდიდეს სამუშაოს ასრულებს".

"ბენზემასა და რონალდუს გვერდით ყოფნისას ბევრი რამ ვისწავლე. ისინი საოცარი გოლეადორები არიან. ამიტომ, მათგან ყოველი ვარჯიშისა და მოძრაობისას ბევრ ცოდნას იღებ".

"ძალიან ვამაყობ, რომ "ლიონში" 9-ნომრიანი მაისურით ვთამაშობ. ვიცი, რომ წარსულში ამ ნომრით ბევრი დიდებული ფორვარდი ასპარეზობდა. მაგალითად, ბენზემა. ჩემთვის მის გვერდით თამაში დიდი პატივი იყო"
- განაცხადა მარიანომ UEFA-სთან საუბარში.
უკან დაბრუნება