MADRIDISTA.GE > სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა > რონალდუ: "პსჟ"-სთან დაპირისპირება მთელი სეზონის ბედს გადაწყვეტს"

რონალდუ: "პსჟ"-სთან დაპირისპირება მთელი სეზონის ბედს გადაწყვეტს"


13-02-2018, 17:57. ავტორი: ZZ კრიშტიანუ რონალდუ Goal.com-მა 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. პორტუგალიელმა პრიზის მიღების შემდეგ "პსჟ"-სთან გასამართ საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაზე ისაუბრა...

"მიხარია, რომ ეს პრიზი კიდევ ერთხელ მოვიგე. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც ხმა მომცა. პირველ რიგში კი თანაგუნდელებს და სამწვრთნელო შტაბს. მათ გარეშე გამარჯვებას ვერ მოვიპოვებდი".

"პსჟ"-სთან დაპირისპირება მთელი სეზონის ბედს გადაწყვეტს. შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ ვიასპარეზებთ, რომლის რიგებშიც ბევრი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. პარიზელებს პატივს ვცემთ, მაგრამ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ამ ტურნირზე ძალიან ძლიერები და გამოცდილები ვართ".

"ყოველთვის ვცდილობ საუკეთესო კონდიციებში ვიყო, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. მიუხედავად ამისა, გამოცდილებამ მასწავლა, რომ ყოველთვის მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, რათა მიზნებს მიაღწიო".

უკან დაბრუნება