MADRIDISTA.GE > სიახლეები, ოფიციალური, ჩემპიონთა ლიგა, მატჩების შედეგები > 2-3: 10-კაციანმა "ხუვენილ A"-მ "ბაიერნი" დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

2-3: 10-კაციანმა "ხუვენილ A"-მ "ბაიერნი" დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა


22-02-2018, 02:03. ავტორი: ZZ გუტის მიერ გაწვრთნილმა "ხუვენილ A"-მ UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის მერვედფინალში სტუმრად მიუნხენის "ბაიერნი" (2:3) დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა...

მადრიდელთაგან გოლები მიგელ ბაეზამ, სერხიო ლოპესმა და ალბერტომ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ 29-ე წუთზე ოსკარმა პენალტი ვერ გამოიყენა, ხოლო 46-ე წუთიდან "ხუვენილ A" კაცნაკლული თამაშობდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა მინდვრიდან დე ლა ფუენტე გააძევა.

გუტის შეგირდები მეოთხედფინალში ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდებიან. მატჩი ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე 13 ან 14 მარტს გაიმართება.

"ხუვენილ A": მოჰა, ლოპესი, ალექს მარტინი, დე ლა ფუენტე, ზაბარტე, კალდერონი (ანტონიო, 88'), ოსკარი, ალბერტო, ბაეზა (ჩუსტი, 61'), სესარი (ვაკასი, 81'), დანი გომესი.
უკან დაბრუნება