MADRIDISTA.GE > სიახლეები, ინტერვიუ > ნაჩო: "რონალდუს შეჩერება რთული იქნება, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ"

ნაჩო: "რონალდუს შეჩერება რთული იქნება, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ"


12-06-2018, 01:20. ავტორი: ZZ ნაჩო ფერნანდესმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებთა შორის გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა...

"რონალდუს წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელებთან მატჩს დადებით განწყობაზე ვხვდებით".

"თუმცა, მხოლოდ კრიშტიანუს გასანეიტრალებლად არ ვითამაშებთ. პორტუგალიელებს ბევრი მაღალკვალიფიცირებული ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც მაღალი დონის გუნდებში ასპარეზობენ".

"ჩემი სურვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლაა. ტურნირის მოგება იდეალური სცენარი იქნებოდა"
- განაცხადა ნაჩომ.
უკან დაბრუნება