MADRIDISTA.GE > საბეჭდი ვერსია > ნავასი: "მადრიდისტებს ჩემი გუნდიდან წასვლა არ სურთ"
MADRIDISTA.GE > სიახლეები, ინტერვიუ > ნავასი: "მადრიდისტებს ჩემი გუნდიდან წასვლა არ სურთ"

ნავასი: "მადრიდისტებს ჩემი გუნდიდან წასვლა არ სურთ"


12-06-2018, 14:56. ავტორი: ZZ კეილორ ნავასმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" გულშემატკივართა მხარდაჭერას გრძნობს...

"მათ მხარდაჭერას ვგრძნობ. ისინი ჩემს მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილები არიან. როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს, ვგრძნობ, რომ ისინი მგულშემატკივრობენ. სტადიონზე მხარდასაჭერი შეძახილები ყოველთვის მესმის და ეს მოტივაციას მიმაღლებს".

"როცა მადრიდის ქუჩებში ვსეირნობ, ადამიანები ჩემთან მოდიან და სასიამოვნოდ მესაუბრებიან. ისინი მეუბნებიან, რომ ჩემი "რეალიდან" წასვლა არ სურთ"
- განაცხადა ნავასმა.

ამჟამად, "რეალი" ახალი გოლკიპერის ძიებაშია. მადრიდელები "ატლეტიკოს" კიპერ იან ობლაკში 100 მლნ. ევროს გადახდას გეგმავენ.
უკან დაბრუნება