MADRIDISTA.GE > საბეჭდი ვერსია > ლუკას ვასკესი - 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ასისტენტი
MADRIDISTA.GE > სიახლეები, ოფიციალური > ლუკას ვასკესი - 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ასისტენტი

ლუკას ვასკესი - 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ასისტენტი


12-06-2018, 15:07. ავტორი: ZZ 2017/18 წლების სეზონში ლუკას ვასკესმა 11 საგოლე გადაცემა გააკეთა და მადრიდის "რეალის" საუკეთესო ასისტენტი გახდა...

ამით ლუკასმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა. მის აქტივში 2016/17 წლების სეზონში 10 საგოლე გადაცემა იყო.

ვასკესმა 7 საგოლე გადაცემა ლა ლიგაში გააკეთა, 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და 1 სამეფო თასზე. მან კრიშტიანუ რონალდუს 3 გოლი გაატანინა, ხოლო ბენზემას და კროოსს 2-2. თითო ასისტი ბეილს, რამოსს, კაზემიროს და ასენსიოს გაუკეთა.

"რეალის" საუკეთესო ასისტენტები
განვლილ სეზონში გუნდის 15-მა ფეხბურთელმა მინიმუმ 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ლუკას ვასკესის შემდეგ რეიტინგში მეორე და მესამე პოზიციებზე მარსელო (10) და ბენზემა (9) არიან. კრიშტიანუს, კროოსს, მოდრიჩს და ასენსიოს 7 ასისტი აქვთ. ისკომ, ბეილმა და კარვახალმა აქტივში 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერეს, კაზემირომ და მაიორალმა 3, ტეომ 2, ხოლო აშრაფმა და კოვაჩიჩმა 1.

ლუკას ვასკესის ყველა საგოლე გადაცემა:


უკან დაბრუნება