MADRIDISTA.GE > სიახლეები, ოფიციალური > ბეილმა სეზონი ბრწყინვალედ დაასრულა

ბეილმა სეზონი ბრწყინვალედ დაასრულა


12-06-2018, 15:13. ავტორი: ZZ გარეტ ბეილმა სეზონის მიწურულს ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესრულებული დუბლიცაა...

"რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მეცამეტე თასი ბეილის მიერ 63-ე წუთზე გატანილი მაკრატელას წყალობით მოიპოვა. მოგვიანებით, უელსელმა "ლივერპულის" კარში მორიგი ბრწყინვალე გოლი გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა. გარეტმა სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა.

გარდა ამისა, უელსელი სეზონის ფინიშზე ბრწყინვალე ფორმაში შევიდა. 28 აპრილიდან მოყოლებული ბოლო 7 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. მათ შორის, "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" კარის დალაშქვრაც შეძლო.


უკან დაბრუნება