MADRIDISTA.GE > საბეჭდი ვერსია > აგენტი: "უკეთესი იქნება, თუ აშრაფი "ნაპოლიში" გადაბარგდება"
MADRIDISTA.GE > სიახლეები, ტრანსფერები, ინტერვიუ > აგენტი: "უკეთესი იქნება, თუ აშრაფი "ნაპოლიში" გადაბარგდება"

აგენტი: "უკეთესი იქნება, თუ აშრაფი "ნაპოლიში" გადაბარგდება"


13-06-2018, 03:11. ავტორი: ZZ აშრაფ ჰაკიმის აგენტი მიიჩნევს, რომ მაროკოელ მცველს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება...

"რეალის" 19 წლის მარჯვენა მცველს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გარანტირებულ არ აქვს. ამიტომ, მისი აგენტი ალეხანდრო კამანო "ნაპოლიში" გადაბარგებას საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევს.

"რეალის" ხელმძღვანელობას აშრაფის "ნაპოლიში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავესაუბრე. უკეთესი იქნება, თუ ჰაკიმი ნეაპოლურ კლუბში გადაბარგდება. თუმცა, მათ მითხრეს, რომ საბოლოო პასუხს მხოლოდ მას შემდეგ მივიღებდი, როცა ახალი მწვრთნელი გადაწყვეტდა, რომელი ფეხბურთელები სჭირდება და რომელი არა".

"ვფიქრობ, ჰაკიმი უკვე საკმაოდ გაიზარდა იმისათვის, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას ამის საშუალება "რეალშიც" ექნება".


"რეალმა" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უკვე დაასახელა. 2018 წლის მუნდიალის შემდეგ მადრიდულ გრანდს ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ხულენ ლოპეტეგი ჩაიბარებს.

აშრაფმა გასულ სეზონში "სამეფო კლუბის" მაისურით 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქტივში კი 2 გოლი ჩაიწერა.
უკან დაბრუნება