MADRIDISTA.GE > საბეჭდი ვერსია > ოდრიოზოლა "რეალში" გადაბარგებასთან ახლოსაა
MADRIDISTA.GE > სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები > ოდრიოზოლა "რეალში" გადაბარგებასთან ახლოსაა

ოდრიოზოლა "რეალში" გადაბარგებასთან ახლოსაა


13-06-2018, 16:29. ავტორი: ZZ დიდი ალბათობით, "რეალ სოსიედადის" 22 წლის მარჯვენა მცველი ალვარო ოდრიოზოლა კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს...

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, ხულენ ლოპეტეგის "რეალის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ამ ტრანსფერს უფრო რეალურს ხდის. ლოპეტეგიმ, რომელიც ერთი საათის წინ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, სერხი რობერტო მუნდიალს მიღმა დატოვა და რუსეთში ოდრიოზოლა წაიყვანა.

ალვაროს გამოსასყიდი თანხა 40 მლნ. ევროა. "რეალი" სავარაუდოდ აშრაფ ჰაკიმის არენდით რომელიმე გუნდში გაუშვებს, ხოლო ახალი სეზონიდან კარვახალის დუბლიორი სწორედ ოდრიოზოლა იქნება, რომელსაც "სამეფო კლუბს" დიდი ხანია უკავშირებენ.
უკან დაბრუნება