Главная > სიახლეები, კარიკატურა > დღის კარიკატურა

დღის კარიკატურა


18-06-2018, 03:05. Разместил: ZZ
არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ისლანდიის ნაკრებთან (1:1) ჩატარებულ შეხვედრაში პენალტი ვერ გამოიყენა...

თავის მხრივ, პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთთან ჰეთ-ტრიკი შეასრულა, აქედან კი ერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

კარიკატურების შემქმნელმა ომარ მომანიმ ეს მომენტები თავისი მორიგი ნაშრომისთვის გამოიყენა. კარიკატურაზე ხედავთ, თუ როგორ ჩუქნის რონალდუ მესის წიგნს, სადაც ასახულია პენალტის უნაკლოდ შესრულების წესები, ხოლო პორტუგალიელის მხარზე დიეგო მარადონაა მოკალათებული სიგარით, რომელსაც არგენტინა - ისლანდიის მატჩისას აბოლებდა.
Вернуться назад