MADRIDISTA.GE > სიახლეები, ოფიციალური, ტრანსფერები > ოფიციალური განცხადება. დიდი ეპოქა დასრულდა

ოფიციალური განცხადება. დიდი ეპოქა დასრულდა


10-07-2018, 20:02. ავტორი: ZZ მადრიდის "რეალის" ოფიციალური განცხადება...

"სამეფო კლუბმა" კრიშტიანუ რონალდუ თავისივე პირადი თხოვნით ტურინის "იუვენტუსში" გაუშვა.

დღეს, "რეალს" სურს რონალდუს მადლობა გადაუხადოს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა და კლუბის და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა იყო.

მთელი ამ 9 წლის განმავლობაში, გუნდური და ინდივიდუალური პრიზების მოგების გარდა, კრიშტიანუ შრომის, ნიჭის და თავდადების სიმბოლო იყო.

გარდა ამისა, ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 438 მატჩში 450 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად კი 16 ტიტული მოიგო. 4 ჩემპიონთა ლიგა, აქედან 3 ზედიზედ. "ოქროს ბურთის" გამარჯვებული 4-ჯერ გახდა, The Best-ის 2-ჯერ, ხოლო "ოქროს ბუცის" 3-ჯერ.

კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალისთვის" და მომავალი თაობებისთვის ყოველთვის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლო იქნება.

მადრიდის "რეალი" ყოველთვის შენი სახლი იქნება, კრიშტიანუ!

უკან დაბრუნება