MADRIDISTA.GE > სიახლეები, ოფიციალური > კრიშტიანუ რონალდუს გამოსამშვიდობებელი წერილი

კრიშტიანუ რონალდუს გამოსამშვიდობებელი წერილი


10-07-2018, 20:19. ავტორი: Tiki Taka კრიშტიანუ რონალდუს გამოსამშვიდობებელი წერილი "რეალიდან" წასვლის შემდეგ...

"რეალში" და ქალაქ მადრიდში გატარებული წლები ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერია".

"ამ კლუბის, გულშემატკივრების და ქალაქის მიმართ მხოლოდ უდიდესი მადლიერების გრძნობა მაქვს. ყველას მადლობას ვუხდი გამოჩენილი სიყვარულისთვის".

"მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყების დროა და სწორედ ამიტომ კლუბს ჩემი გაშვება ვთხოვე. ყველას ვთხოვ გამიგოს".

"მთელი ეს 9 წელიწადი შესანიშნავი იყო. აქ 9 უნიკალური წელიწადი გავატარე. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო პერიოდი იყო, მაგრამ ამავდროულად რთულიც, რადგან "რეალში" ძალიან მაღალი მოთხოვნებია. თუმცა, არასდროს დამავიწყდება, რომ აქ ფეხბურთის თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი".

"გუნდში მინდორზე და გასახდელში ბრწყინვალე თანაგუნდელები მყავდა. ერთად ზედიზედ 3, ბოლო 5 წელიწადში კი 4 ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ინდივიდუალურ დონეზე კი 4 "ოქროს ბურთი" და 3 "ოქროს ბუცი" მოვიგე. მთელი ამ დროის განმავლობაში ამ ბრწყინვალე და უდიდეს გუნდში ვიყავი".

"რეალმა" ჩემი და ჩემი ოჯახის გული დაიპყრო და ამიტომ მსურს მადლობა გადავუხადო კლუბს, პრეზიდენტს, დირექტორებს, ჩემს კოლეგებს, ყველა მწვრთნელს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს და ყველა მუშა-პერსონალს, რომლებიც ყველა დეტალისთვის თავდაუზოგავად შრომობენ".

"უსასრულოდ მადლობას გიხდით და ასევე დიდი მადლობა ესპანურ ფეხბურთს. ამ 9 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ჩემი პატივისცემა და აღიარება ყველა მათგანს".

"დიდხანს ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ახალი ეტაპის დრო მოვიდა. მივდივარ, მაგრამ ეს მაისური, გერბი და "სანტიაგო ბერნაბეუ" ყოველთვის ჩემს გულში იქნება".

"მადლობა ყველას და როგორც "სანტიაგო ბერნაბეუზე" 9 წლის წინ პირველად ვთქვი, ¡Hala Madrid!".

უკან დაბრუნება