MADRIDISTA.GE > სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები > რონალდუსთან ერთად "იუვენტუსში" მარსელოც გადაბარგდება

რონალდუსთან ერთად "იუვენტუსში" მარსელოც გადაბარგდება


11-07-2018, 16:02. ავტორი: Tiki Taka იტალიური გამოცემა SportMediaset-ის ინფორმაციით, ტურინელები ალექს სანდროს "მანჩესტერ იუნაიტედში" გაყიდვას გეგმავენ, მის სანაცვლოდ კი მარსელოს გადაიბირებენ...

ტურინის "იუვენტუსმა" გუშინ საუკუნის ტრანსფერი გაჩარხა და "რეალიდან" კრიშიანუ რონალდუ შეიძინა. პორტუგალიელის პრეზენტაციას შაბათს გეგმავენ. გუნდი რონალდუს ტრანსფერი ძალიან გაძლიერდა, მაგრამ ტურინელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და "რეალის" კიდევ ერთ ფეხბურთელს უმიზნებენ, რომელსაც რონალდუსთან საუკეთესო ურთიერთობა აქვს. საუბარია მარცხენა მცველ მარსელოზე. ალექს სანდროს "პსჟ"-ში ან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგებით, "იუვენტუსის" რიგებს დიდი ალბათობით მარსელო შეავსებს.

"იუვენტუსის" მარსელოსადმი ინტერესი მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ტურინელებმა კრიშტიანუ გადაიბირეს. ბრაზილიელსა და პორტუგალიელს შორის განსაკუთრებული ურთიერთობაა და ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციით, "ბებერ სენიორას" მარსელოს გადაბირება სწორედ რონალდუმ ურჩია. 30 წლის მარსელოს "რეალიდან" წასვლის საკითხი აქამდე არასდროს ყოფილა განხილვის საგანი. თუმცა, ბრაზილიელი ტურინელთა რიგებში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაბარგდება, თუ გუნდს ალექს სანდრო დატოვებს. მართალია, ტურინელებმა ამ უკანასკნელს კონტრაქტის 2022 წლამდე გახანგრძლივება და წლიურად 4-4,5 მლნ. ევრო ხელფასი შესთავაზეს, მაგრამ ბრაზილიელს კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.
უკან დაბრუნება