MADRIDISTA.GE > სიახლეები, ინტერვიუ > გიგზი: "რონალდუ იმ იდეითაა შეპყრობილი, რომ მესიზე უკეთესი იყოს"

გიგზი: "რონალდუ იმ იდეითაა შეპყრობილი, რომ მესიზე უკეთესი იყოს"


12-07-2018, 01:28. ავტორი: ZZ "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელმა რაიან გიგზმა კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" "იუვენტუსში" ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა...

"გაკვირვებული ვარ იმით, რომ რონალდუმ "რეალი" დატოვა და იტალიაში გადაბარგდა".

"ვფიქრობ, ეს მისთვის უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ ის ტოპ-კლუბში გადაბარგდა. წარმოიდგინეთ: "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "იუვენტუსი" - კარგი ჩამონათვალია".

"რონალდუ იმ იდეითაა შეპყრობილი, რომ მესიზე უკეთესი იყოს. ახლა კრიშტიანუ ფიქრობს: "მე ესპანეთში, ინგლისში და პორტუგალიის ნაკრებში წარმატებას მივაღწიე, ახლა კი იგივეს იტალიაში ვაპირებ".

უკან დაბრუნება