MADRIDISTA.GE > სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები > 330 მლნ. ევრო ნეიმარის სანაცვლოდ. "რეალში" ბრაზილიელის ეპოქა იწყება

330 მლნ. ევრო ნეიმარის სანაცვლოდ. "რეალში" ბრაზილიელის ეპოქა იწყება


12-07-2018, 02:27. ავტორი: Tiki Taka ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" "პსჟ"-ს ნეიმარის სანაცვლოდ 330 მლნ. ევროს გადაუხდის, ხოლო ბრაზილიელი წლიურად ხელფასის სახით 49 მლნ. ევროს მიიღებს...

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესის მომდევნო გალაქტიკო ნეიმარი გახდება. უახლოეს მომავალში ბრაზილიელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგდება. "რეალის" პრეზიდენტის თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ პერესმა მეგა-ტრანსფერი გაჩარხა, ახალი სეზონიდან კი ნეიმარი "რეალის" ფორმით იასპარეზებს.

დღეს, "რეალის" ერთ-ერთი წარმომადგენელი ბრაზილიაში გაემგზავრება, რათა ტრანსფერის რამდენიმე დეტალი მოაგვაროს, რათა ნეიმარის პრეზენტაციისთვის ყველაფერი მზად იყოს. ფეხბურთელის ხელფასთან დაკავშირებით შეთანხმება საბოლოოა, "პსჟ" კი მის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას მიიღებს.

მადრიდული გრანდის წარმომადგენელი ესპანეთის დედაქალაქს ამ უქმეებზე დაუბრუნდება, ორშაბათიდან კი "რეალი" ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. ხულენ ლოპეტეგის ეცოდინება, თუ როდის შეუდგება ნეიმარი გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას. ბრაზილიელი დიდი ალბათობით გუნდს ამერიკულ ტურნეში შეუერთდება, რომელიც ივლისის ბოლოსაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ "პსჟ"-მ ნეიმარი გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" იმ დროისთვის რეკორდული თანხის (222 მლნ. ევრო) სანაცვლოდ შეიძინა. თუმცა, ბრაზილიელი პარიზულ კლუბში თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა და სეზონის განმავლობაში ესპანეთში დაბრუნების სურვილიც გამოთქვა.
უკან დაბრუნება