Главная > სიახლეები, ტრანსფერები > მადრიდისტების რჩეული კილიან მბაპეა

მადრიდისტების რჩეული კილიან მბაპეა


12-07-2018, 03:19. Разместил: ZZ
გაზეთმა Marca-მ მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა...

კითხვა იმაში მდგომარეობდა, თუ ვინ უნდა გახდეს "სამეფო კლუბში" კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელი, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგდა.

გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ რონალდუს იდეალური შემცვლელი "პსჟ"-ს და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე იქნება.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს გუნდიდან წასვლის შემდეგ მადრიდელები სატრანსფერო ბაზარზე მბაპეს გარდა ნეიმარის, ედენ აზარის და ჰარი კეინის კანდიდატურებს განიხილავენ.
Вернуться назад