MADRIDISTA.GE > საბეჭდი ვერსია > COPE: "რეალი" კოვაჩიჩის შემცვლელს არ შეიძენს
MADRIDISTA.GE > სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები > COPE: "რეალი" კოვაჩიჩის შემცვლელს არ შეიძენს

COPE: "რეალი" კოვაჩიჩის შემცვლელს არ შეიძენს


9-08-2018, 15:22. ავტორი: ZZ რადიოსადგურ COPE-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" მატეო კოვაჩიჩის შემცვლელის შეძენას არ აპირებს...

წყარო ირწმუნება, რომ არ ღირს იმ ჭორებზე გამახვილება, რომლებიც "რეალს" ტიაგო ალკანტარას, მირალემ პიანიჩს ან სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს უკავშირებენ. კლუბი არსებული ნახევარმცველებით კმაყოფილია - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, სებალიოსი, ისკო, ლიორენტე, ასენსიო და ლუკასი. ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ნახევარდაცვა სრულად დაკომპლექტებულია.

ამასთან ერთად, ხულენ ლოპეტეგი მოსამზადებელ ეტაპზე ფედერიკო ვალვერდეს თამაშით კმაყოფილი დარჩა და ურუგვალ ნახევარმცველს პირველ გუნდში დარჩენის კარგი შანსები აქვს.
უკან დაბრუნება