MADRIDISTA.GE > საბეჭდი ვერსია > კურტუა: "რეალში" იმის გამო გადავბარგდი, რომ ჩემს შვილებთან ახლოს ვიყო"
MADRIDISTA.GE > სიახლეები, ინტერვიუ > კურტუა: "რეალში" იმის გამო გადავბარგდი, რომ ჩემს შვილებთან ახლოს ვიყო"

კურტუა: "რეალში" იმის გამო გადავბარგდი, რომ ჩემს შვილებთან ახლოს ვიყო"


9-08-2018, 15:32. ავტორი: ZZ ტიბო კურტუა ლონდონის "ჩელსის" დაემშვიდობა და მადრიდის "რეალში" გადაბარგების მიზეზებზე ისაუბრა...

"მსურს "ჩელსიში" გატარებული ოთხი სეზონის გამო გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ. "ჩელსი" ჩემს გულში ყოველთვის იქნება".

"გულშემატკივრებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი. ვიმედოვნებ, გამიგებთ, რადგან ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ჩემს შვილებთან ახლოს ვიყო".

"ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. ჩემთვის "ჩელსიში" ასპარეზობა და გუნდის ნაწილად ყოფნა დიდი პატივი იყო"
- განაცხადა კურტუამ.
უკან დაბრუნება