MADRIDISTA.GE > საბეჭდი ვერსია > Onda Cero: მოდრიჩი პერესს "ინტერში" გაშვებას სთხოვს
MADRIDISTA.GE > სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები > Onda Cero: მოდრიჩი პერესს "ინტერში" გაშვებას სთხოვს

Onda Cero: მოდრიჩი პერესს "ინტერში" გაშვებას სთხოვს


10-08-2018, 12:35. ავტორი: ZZ რადიო Onda Cero-ზე მადრიდისტებისთვის საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა...

ჟურნალისტი დავიდ ალონსო ადასტურებს, რომ ყველაფერი, რასაც იტალიური პრესა ბოლო პერიოდში ლუკა მოდრიჩის "ინტერში" გადაბარგების თაობაზე წერდა, სიმართლეს შეესაბამება. ლუკა "რეალის" დატოვებას გეგმავს და ფლორენტონო პერესს "ინტერში" გაშვებას სთხოვს.

მილანური კლუბი ხორვატ ნახევარმცველს მომდევნო 6 სეზონის განმავლობაში სუფთა მოგების სახით 60 მლნ. დოლარს პირდება. აქედან ლუკა 4 წელს "ინტერში" გაატარებს, 2 წელს კი ჩინურ კლუბში. მოდრიჩს ეს წინადადება ძალიან მოეწონა არამარტო ფინანსური, არამედ სპორტული კუთხითაც. 32 წლის ფეხბურთელი "ნერიაძურის" პროექტის ლიდერი იქნებოდა.

ისიც აღსანიშნავია, რომ მოდრიჩის სიტუაცია მატეო კოვაჩიჩის სიტუაციისგან განსხვავდება. უპირველეს ყოვლისა, ლუკა "რეალის" ძალიან მადლიერია და თუ ფლორენტინო მის გაშვებას არ დათანხმდება, რაც სავსებით მოსალოდნელია, ხორვატი ვარსკვლავი აჯანყებას არ მოაწყობს და გასახდელში ატმოსფეროს არ გააფუჭებს.
უკან დაბრუნება