MADRIDISTA.GE > საბეჭდი ვერსია > რობერტ იარნი: "კოვაჩიჩმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო"
MADRIDISTA.GE > სიახლეები, ინტერვიუ > რობერტ იარნი: "კოვაჩიჩმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო"

რობერტ იარნი: "კოვაჩიჩმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო"


10-08-2018, 14:40. ავტორი: ZZ მადრიდის "რეალის" ექს-ფეხბურთელმა რობერტ იარნიმ Cadena SER-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მატეო კოვაჩიჩის "ჩელსიში" გადაბარგებაზე და ლუკა მოდრიჩის "რეალიდან" შესაძლო წასვლაზე ისაუბრა...

"სატრანსფერო ბაზარი ამოუცნობია. თუმცა, არ მჯერა იმის, რომ მოდრიჩმა შესაძლოა კლუბი დატოვოს. ვიცი, რომ ლუკას "რეალი" უყვარს და კლუბში არ არის ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მას შეცვლის".

"რაც შეეხება კოვაჩიჩს, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ სათამაშო დროის სიმცირის გამო თავისი პოტენციალი სრულად ვერ გამოავლინა. როცა გუნდში მოდრიჩია, მუდმივი სათამაშო დროის მოპოვება რთულია"
- განაცხადა იარნიმ.
უკან დაბრუნება