Главная > სიახლეები, კასტილია > კლუბში ვინისიუსის მიმართ მეტოქეების მხრიდან გამოჩენილი უხეშობით შეწუხებულნი არიან

კლუბში ვინისიუსის მიმართ მეტოქეების მხრიდან გამოჩენილი უხეშობით შეწუხებულნი არიან


6-09-2018, 15:15. Разместил: ZZ
"რეალში" ბრაზილიელის მიერ "კასტილიაში" ნაჩვენები ბოლოდროინდელი ასპარეზობით კმაყოფილები არიან, მაგრამ ამავდროულად აწუხებთ ის ფაქტი, თუ როგორ უხეშობენ მეტოქეები მის მიმართ...

"სამეფო კლუბის" ახალწვეული მძიმე ვარდნების და კბენის მსხვერპლიც კი გახდა. "ატლეტიკო B"-ს კაპიტანმა ტაჩიმ, რომელმაც ბოლო მატჩში ვინისიუსს უკბინა, ორი დღის წინ თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა: "არ ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე. ეს მატჩში მაღალი დაძაბულობის გამო მოხდა".

განვლილ უქმეებზე მომხდარის გამო შესაძლოა "რეალმა" ვინისიუსის ევროპულ ფეხბურთთან ადაპტაციის გეგმები შეცვალოს. კლუბის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელმა მხოლოდ "კასტილიას" საშინაო მატჩებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამით ის ტრავმის მიღებისგან დაცული იქნება. საუბარია ვინისიუსის დრიბლინგებზე, რომლითაც მას მეტოქეები მწყობრიდან გამოჰყავს.
Вернуться назад