MADRIDISTA.GE > სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები > Kicker: ხამესი შესაძლოა 2019 წელს "რეალს" დაუბრუნდეს

Kicker: ხამესი შესაძლოა 2019 წელს "რეალს" დაუბრუნდეს


14-09-2018, 12:46. ავტორი: Tiki Taka გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, ხამეს როდრიგესი, რომელიც არენდით მიუნხენის "ბაიერნში" ასპარეზობს, შესაძლოა მადრიდის "რეალს" დაუბრუნდეს...

ხამესის "ბაიერნში" არენდა 2019 წლის ზაფხულში იწურება. პირველ რიგში, კოლუმბიელი ვარსკვლავის მომავალი მიუნხენურ კლუბზეა დამოკიდებული, რომელსაც მისი გამოსყიდვა 42 მლნ. ევროს სანაცვლოდ შეუძლია. თუმცა, ბოლო პერიოდში "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ეჭვობს, რომ ხამესის გამოსყიდვა სწორი გადაწყვეტილება იქნება.

კოლუმბიელს "რეალთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მადრიდელებს ხამესის დაბრუნება ამ ზაფხულსაც სურდათ, მაგრამ "ბაიერნის" თავკაცმა ნიკო კოვაჩმა მის გაშვებაზე უარი თქვა.
უკან დაბრუნება