Главная > სიახლეები, არაოფიციალური > "რეალი" ზაფხულში კლოპის გადაბირებას ცდილობდა

"რეალი" ზაფხულში კლოპის გადაბირებას ცდილობდა


10-10-2018, 19:57. Разместил: ZZ
Skysports-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ზაფხულში ზინედინ ზიდანის შემცვლელად "ლივერპულის" თავკაც იურგენ კლოპს მიიჩნევდა...

ზიზუს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შემდეგ მადრიდელთა ნომერ პირველი სამიზნე "ლივერპულის" გერმანელი თავკაცი იყო. თუმცა, კლოპმა "ენფილდის" დატოვება არ ისურვა.

გარდა ამისა, ფლორენტინო პერესი მასიმილიანო ალეგრის ("იუვენტუსი") და მაურისიო პოჩეტინოს ("ტოტენჰემი") კანდიდატურებს განიხილავდა.

საბოლოოდ, "რეალმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე იულენ ლოპეტეგი დანიშნა, რომლის ხელმძღვანელობითაც "სამეფო კლუბი" სეზონის სტარტზე საშინლად გამოიყურება.
Вернуться назад