Главная > სიახლეები, არაოფიციალური > ლოპეტეგი შესაძლოა ლაუდრუპმა ჩაანაცვლოს

ლოპეტეგი შესაძლოა ლაუდრუპმა ჩაანაცვლოს


11-10-2018, 01:22. Разместил: ZZ
El Chiringuito-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" იულენ ლოპეტეგის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემთხვევაში მიქაელ ლაუდრუპს წინადადებით მიმართავს...

მოგეხსენებათ, იულენ ლოპეტეგის მიერ დამოძღვრილი "რეალი" ბოლო პერიოდში საშინლად ასპარეზობს და გოლის გატანასაც კი ვერ ახერხებს. ასეთი სიტუაციის ფონზე პრესაში მისი სავარაუდო შემცვლელების სახელებმა გაიჟღერა. ერთ-ერთი მათგანი კი "რეალის" ექს-ფეხბურთელი მიქაელ ლაუდრუპია, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

მადრიდელები არჩევანს სამ სპეციალისტს შორის გააკეთებენ. ლაუდრუპის გარდა ფლორენტინო პერესი ანტონიო კონტეს ("ჩელსის" ექს-დამრიგებელი) და სანტიაგო სოლარის ("კასტილია") კანდიდატურებსაც განიხილავს.

იმ შემთხვევაში, თუ "რეალი" 28 ოქტომბერს გასამართ "კლასიკოში" დამარცხდება, პერესი ლოპეტეგის პოსტს დაატოვებინებს.
Вернуться назад