Главная > სიახლეები, ოფიციალური > ოფიციალური განცხადება

ოფიციალური განცხადება


11-10-2018, 20:04. Разместил: ZZ
მადრიდის "რეალის" ოფიციალური განცხადება...

"რეალმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ პორტუგალიურ გაზეთ Correio da Manhã-სთან სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს, რომელმაც ცრუ ინფორმაცია გამოაქვეყნა და კლუბის იმიჯის სერიოზულად შელახვა გადაწყვიტა.

მადრიდის "რეალს" გაზეთის მიერ ხსენებულ "კრიშტიანუ რონალდუს საქმესთან" კავშირი არ ჰქონია. შესაბამისად, კლუბი ვერაფერს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რაც ამ სიტუაციას ეხება. კლუბმა პორტუგალიური გაზეთისგან ადრე გამოქვეყნებული სტატიის სრული უარყოფა მოითხოვა.


პორტუგალიურმა გაზეთმა ასეთი რამ გამოაქვეყნა:

"პორტუგალიელი ფორვარდის ერთ-ერთი არგუმენტი ის გახლავთ, რომ მადრიდის "რეალმა" ამერიკელ გოგონას (რომელიც რონალდუს ძალადობაში ადანაშაულებს - ავტ.) ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა და კომპენსაციას შეპირდა".

გარდა ამისა, Correio da Manhã-ს სტატიაში ნათქვამია:

"რეალისა" და რონალდუს იურისტები ერთმანეთს რამდენიმეჯერ შეხვდნენ, რათა ამ საქმის მოსაგვარებლად საუკეთესო სტრატეგია მოეძებნათ".
Вернуться назад