Главная > სიახლეები, ტრანსფერები, ინტერვიუ > აზარმა ზამთარში "რეალში" გადაბარგება გამორიცხა

აზარმა ზამთარში "რეალში" გადაბარგება გამორიცხა


11-10-2018, 20:11. Разместил: ZZ
ლონდონის "ჩელსის" ბელგიელმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ზამთარში კლუბის გამოცვლას არ აპირებს...

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა აზარს უთხრა, რომ "ოქროს ბურთის" მოსაგებად მას მადრიდის "რეალში" გადაბარგება მოუწევს.

"ალბათ, სწორედ ამიტომ მსურს იქ გადაბარგება (იცინის)".

ტრანსფერი იანვარში შედგება?

"არა" - განაცხადა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ აზარმა "რეალში" გადაბარგების სურვილი რამდენიმე დღის წინაც ღიად გამოთქვა.
Вернуться назад