მთავარი > სიახლეები, ინტერვიუ > ასენსიო: "ქებამ თავბრუ არ უნდა დამახვიოს"

ასენსიო: "ქებამ თავბრუ არ უნდა დამახვიოს"


19-06-2017, 00:09. ავტორი: ZZ
გუშინ, მარკო ასენსიომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების მაისურით მაკედონიასთან (5:0) მატჩში ჰეთ-ტრიკი შეასრულა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მიიღო...

თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და მუშაობა გააგრძელოს.

"საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გუნდის წარმატება მახარებს".

"ახლა მთელი გონება პორტუგალიელებთან გასამართ დაპირისპირებაზეა მიმართული. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს".

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მწვრთნელი შეტევაში ბევრ თავისუფლებას მაძლევს, რაც ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია. თავადაც შეამჩნევდით, თუ რა კომფორტულად ვგრძნობდი თავს მოედანზე. ძალიან ბედნიერი ვარ".

"ვიცი, რომ ასეთივე ტემპში სვლა უნდა გავაგრძელო და ყველაფრისთვის მზად ვიყო. გადამწყვეტ მატჩებს ძალიან კარგ ფორმაში შევხვდი".

"სიმშვიდის შენარჩუნება და თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. ქებამ თავბრუ არ უნდა დამახვიოს"
- განაცხადა ასენსიომ.
უკან დაბრუნება