მთავარი > სიახლეები, ტრანსფერები, ინტერვიუ > Sky Sports: რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება სურს

Sky Sports: რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება სურს


19-06-2017, 00:18. ავტორი: ZZ
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მზადაა "წითელ ეშმაკებს" დაუბრუნდეს...

კრიშტიანუ რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა, რომლის ღირსებასაც 2003-2009 წლებში იცავდა. ამ ინფორმაციას Sky Sports-ის ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

32 წლის პორტუგალიელმა თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს დაავალა ამ ტრანსფერისთვის არაფერი დაიშუროს.

კრიშტიანუს ესპანეთიდან წასვლა საგადასახადოსთან პრობლემების გამო სურს.

რამდენიმე კლუბი მზადაა "რეალს" რონალდუს სანაცვლოდ 150 მლნ. ევრო გადაუხადოს.
უკან დაბრუნება