მთავარი > სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები > ანჩელოტის "ბაიერნში" რონალდუს ხილვა სურს

ანჩელოტის "ბაიერნში" რონალდუს ხილვა სურს


19-06-2017, 02:11. ავტორი: ZZ
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა კარიერა მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელოს...

კარლო ანჩელოტიმ მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობას ამცნო, რომ 32 წლის პორტუგალიელის შეძენის სურვილი აქვს. იტალიელი სპეციალისტი რონალდუს 2013-2015 წლებში "რეალში" მუშაობისას წვრთნიდა.

აღსანიშნავია, რომ ტრანსფერი შესაძლოა კრიშტიანუს მაღალი ღირებულების გამო არ შედგეს. "ბაიერნს" არ სურს "რეალს" პორტუგალიელის სანაცვლოდ 200 მლნ. ევრო გადაუხადოს.

პარალელურად კი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ", რომლებიც რონალდუს გადაბირებით ინტერესდებიან, ამ თანხის გადასახდელად მზად არიან.
უკან დაბრუნება