მთავარი > სიახლეები, ტრანსფერები > "რეალი" "ატლეტიკოს" ტეო ერნანდესის ტრანსფერზე შეუთანხმდა

"რეალი" "ატლეტიკოს" ტეო ერნანდესის ტრანსფერზე შეუთანხმდა


19-06-2017, 02:56. ავტორი: ZZ
ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება...

მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკო" ტეო ერნანდესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. "სამეფო კლუბს" შეთანხმება 26 მლნ. ევრო დაუჯდა: 24 მლნ. ევრო ლატერალის გამოსასყიდი თანხა, ხოლო დამატებით 2 მილიონი იმისათვის, რომ ტრანსფერი უპრობლემოდ განხორციელდეს.

აღსანიშნავია, რომ "რეალი" ამ ტრანსფერის ღირებულებას ოთხ ნაწილად გადაიხდის. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერნანდესი "სამეფო კლუბთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წლიურად 3,5 მლნ. ევროს მიიღებს.

ტეომ გასული სეზონი არენდით "ალავესში" გაატარა, სადაც 38 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
უკან დაბრუნება