მთავარი > სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები > პეპე რონალდუს "პსჟ"-ში უხმობს

პეპე რონალდუს "პსჟ"-ში უხმობს


19-06-2017, 12:20. ავტორი: ZZ
პეპე, რომელიც "პსჟ"-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, კრიშტიანუ რონალდუს პარიზულ კლუბში გადაბარგება ურჩია. ამ ინფორმაციას Onda Cero ავრცელებს...

ცნობილი გახდა, რომ "პსჟ" მზადაა რონალდუს სანაცვლოდ 140 მლნ. ევრო გადაიხადოს, ხოლო თავად ფეხბურთელს წლიურად 30 მლნ. ევროს სთავაზობს, მაგრამ პორტუგალიელს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნების სურვილი აქვს.

თავად პეპეც შესაძლოა პარიზულ კლუბში არ გადაბარგდეს, რადგან კონტრაქტი "1+1" სქემით, რომელიც მას შესთავაზეს, არ მოსწონს. 34 წლის მცველს ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმება სურს.
უკან დაბრუნება