მთავარი > სიახლეები, ინტერვიუ > გრანერო: "მოურინიო ჩემი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ მსურს "რეალმა" "ემიუ" დაამარცხოს"

გრანერო: "მოურინიო ჩემი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ მსურს "რეალმა" "ემიუ" დაამარცხოს"


19-06-2017, 13:18. ავტორი: ZZ
მადრიდის "რეალის" ექს-ნახევარმცველმა ესტებან გრანერომ, რომელიც ამჟამად "რეალ სოსიედადის" ღირსებას იცავს, მადრიდულ გრანდს ევროპის სუპერთასზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართ მატჩში გამარჯვება უსურვა...

გრანერო "რეალში" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაშობდა, რომელიც ამჟამად სწორედ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელია.

"მოურინიო ჩემი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ მსურს "რეალმა" "ემიუ" დაამარცხოს. სიმართლეა, რომ ჟოზე ყველგან იმარჯვებს, სადაც კი მუშაობს. მან "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბარა, როცა გუნდი ნახევრად განადგურებული იყო და მაშინვე ტიტულების მოგება დაიწყო. მოურინიო სუპერსპეციალისტია" - ციტირებს გრანეროს სიტყვებს Marca.

ევროპის სუპერთასზე "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება 8 აგვისტოს სკოპიეში გაიმართება.
უკან დაბრუნება