მთავარი > სიახლეები, ინტერვიუ > "რეალის" ექს-პრეზიდენტი: "რონალდუს "ბაიერნში" ტრანსფერი? რატომაც არა?"

"რეალის" ექს-პრეზიდენტი: "რონალდუს "ბაიერნში" ტრანსფერი? რატომაც არა?"


19-06-2017, 13:57. ავტორი: ZZ
მადრიდის "რეალის" ექს-პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა კრიშტიანუ რონალდუს მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლო გადაბარგებაზე კომენტარი გააკეთა...

32 წლის პორტუგალიელის შეძენის სურვილი მიუნხენელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ გამოთქვა, რომელიც რონალდუს შესაძლებლობებს შესანიშნავად იცნობს და მას 2013-2015 წლებში "რეალში" მუშაობისას წვრთნიდა.

"რონალდუს "ბაიერნში" ტრანსფერი? რატომაც არა? ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ საიმისოდ, რომ მოვლენები ამგვარი გზით არ განვითარდეს. კრიშტიანუ აუცილებლად ევროპაში იასპარეზებს".

"თუმცა, ვიმედოვნებ, ის "რეალს" არ დატოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ტიტულებისთვის მებრძოლ გუნდში გადაბარგდება"
- ციტირებს კალდერონის სიტყვებს Bild.
უკან დაბრუნება