მთავარი > სიახლეები, ოფიციალური, ლა ლიგა > გოლეადორი მცველები

გოლეადორი მცველები


19-06-2017, 14:20. ავტორი: ZZ
ლა ლიგის განვლილ სეზონში მადრიდის "რეალის" მცველებმა აქტივში 15 გოლი ჩაიწერეს...

ლა ლიგის 2016/17 წლების სეზონში "რეალმა" 106 გოლი გაიტანა, აქედან 15 კი მცველების ანგარიშზეა. მთლიანობაში "სამეფო კლუბის" მაისურით 19-მა ფეხბურთელმა შეძლო თავის გამოჩენა.

სერხიო რამოსმა 7 გოლი გაიტანა. ეს კაპიტნის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. რამოსმა "ნოუ კამპზე" შეძლო თავის გამოჩენა, "დეპორტივოსთან" და "ბეტისთან" მატჩებში ბოლო წუთებზე გაიტანა. ასევე, "მალაგას" კარი ორჯერ დალაშქრა.

2015/16 წლების სეზონში "რეალის" მცველების ანგარიშზე 10 გოლი იყო. 2016/17 წლების სეზონის დასაწყისში, როცა რონალდუ და ბეილი ტრავმირებულები იყვნენ, შეტევაში ლიდერობა მცველებმა აიღეს თავზე.
უკან დაბრუნება