მთავარი > სიახლეები, ოფიციალური > "ხუვენილ A" ესპანეთის თასის ფინალშია

"ხუვენილ A" ესპანეთის თასის ფინალშია


19-06-2017, 14:35. ავტორი: ZZ
გუტის გუნდმა ესპანეთის თასის ნახევარფინალში "ვილიარეალის" 19-წლამდელთა შემადგენლობა ორი მატჩის ჯამში (2:0, 0:1) დაამარცხა და ზედიზედ მეორე წელია ფინალში "ატლეიტკოს" დაუპირისპირდება...

ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი დანი გომესი გახდა. მან თავი 64-ე წუთზე გამოიჩინა.

მთელი მატჩის განმავლობაში გუნდები კონტრშეტევებზე თამაშობდნენ. "ხუვენილ A"-ს გოლკიპერმა ბელმანმა პენალტიც მოიგერია.

გუტის გუნდმა შესაძლოა ამ სეზონში დუბლი შეასრულოს. ისინი ესპანეთის ჩემპიონები უკვე გახდნენ და ახლა თასის მოსაპოვებლადაც იბრძოლებენ.

მატჩი კვირას, 25 ივნისს, თბილისის დროით 13:30 წუთზე დაიწყება
უკან დაბრუნება