მთავარი > სიახლეები, ლა ლიგა > "ლას-პალმასის" ფეხბურთელები ვარჯიშზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"ლას-პალმასის" ფეხბურთელები ვარჯიშზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


4-11-2017, 16:40. ავტორი: ZZ
მადრიდის "რეალთან" გასამართ მატჩამდე "ლას-პალმასის" ფეხბურთელებს შორის ვარჯიშზე შეხლა-შემოხლა მოხდა...

"ლას-პალმასს" ცუდი პერიოდი უდგას. გუნდმა ბოლო შვიდი მატჩი წააგო და ბურთების შეფარდება ამ შეხვედრების შემდეგ ასეთია - 4:22. ისინი გასავარდნ ზონაში იმყოფებიან. მათ აქტივში 10 ტურის შემდეგ მხოლოდ 6 ქულაა.

ბუნებრივია, ასეთი შედეგები გუნდში არსებულ ატმოსფეროზეც მოქმედებს, რაც შიდა დაპირისპირებებშიც აისახა.

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, "რეალთან" მატჩის წინ გამართულ ვარჯიშზე თავდამსხმელი ლოიკ რემი და ნახევარმცველი უსამუ ტანანე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

თავიდან ყველაფერი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, შემდეგ რემიმ ბურთი ტანანეს მისამართით გაგზავნა, როცა ეს უკანასკნელი აზიდვებს აკეთებდა. ამის შემდეგ კი ყველაფერი ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელები ვარჯიშის დასრულებამდე ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და არც გასახდელში შერიგებულან.
უკან დაბრუნება