MADRIDISTA.GE > სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები > AS: გონსალუ გედეში "რეალის" ინტერესთა სფეროშია

AS: გონსალუ გედეში "რეალის" ინტერესთა სფეროშია


11-01-2018, 20:50. ავტორი: ZZ მადრიდის "რეალი" 21 წლის პორტუგალიელის შეძენით ინტერესდება...

გონსალუ გედეშმა, რომელიც "პსჟ"-ს საკუთრებაა და არენდით "ვალენსიაში" ასპარეზობს, თავისი ბრწყინვალე თამაშით მადრიდის "რეალის" ყურადღება მიიპყრო.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, "პსჟ"-მ "ვალენსიას" 21 წლის გედეშის გამოსასყიდად 40 მლნ. ევრო მოსთხოვა.

ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ "ღამურებს" ამ თანხის გადახდა სურდეთ. რაც შეეხება "რეალს", მადრიდელებისთვის ეს თანხა პრობლემას არ წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ "პსჟ"-მ 80-90 მლნ. ევროს ფარგლებში ფეხბურთელები უნდა გაყიდოს, რათა ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევას თავი აარიდოს.

გედეშმა წლევანდელ სეზონში ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ 14 მატჩში აქტივში 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
უკან დაბრუნება