Главная > სიახლეები, არაოფიციალური > ლიოვი ზიდანის ნაცვლად

ლიოვი ზიდანის ნაცვლად


12-01-2018, 00:35. Разместил: ZZ
მადრიდის "რეალმა" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიება დაიწყო...

ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით, "სამეფო კლუბი" გერმანიის ნაკრების თავკაც იოაჰიმ ლიოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ ლიოვი გუნდს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. გავრცელებული ინფორმაციით, ზიდანის გუნდიდან გაშვება უკვე გადაწყვეტილია და დამოკიდებული არ არის იმაზე, მოიგებს თუ არა კლუბი რომელიმე ტიტულს წლევანდელ სეზონში.

ლიოვს გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
Вернуться назад