Главная > სიახლეები, ინტერვიუ > ლაუდრუპი: "რეალმა" ზიდანს ნდობა უნდა გამოუცხადოს"

ლაუდრუპი: "რეალმა" ზიდანს ნდობა უნდა გამოუცხადოს"


12-01-2018, 00:54. Разместил: ZZ
"რეალის" ექს-ფეხბურთელი მიქაელ ლაუდრუპი ზინედინ ზიდანს ძალიან ნიჭიერ მწვრთნელად მიიჩნევს. დანიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ზიდანმა "სამეფო კლუბში" მთავარი მწვრთნელის პოსტი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს...

"ვფიქრობ, ზიდანმა ფანტასტიური სამუშაო ჩაატარა. ის გუნდში რთულ პერიოდში მივიდა და ისტორიულ შედეგს მიაღწია: ერთ გუნდთან ერთად ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. გარდა ამისა, ჩემპიონატში "ბარსელონას" აჯობა".

"წელს სულ სხვა სიტუაციაა, მაგრამ ბოლო ორ წელიწადში ზიდანის მიერ მიღწეული შედეგები სათანადოდ უნდა დაფასდეს. მას ნდობა უნდა გამოუცხადონ მაშინაც, თუ გუნდი ვერაფერს მოიგებს".

"ვფიქრობ, ზიზუმ "რეალში" მუშაობა უნდა გააგრძელოს"
- განაცხადა ლაუდრუპმა.
Вернуться назад