Главная > სიახლეები, ინტერვიუ > ემერი: "ნეიმარი "რეალში"? ჩვენს დესტაბილიზირებას ცდილობენ"

ემერი: "ნეიმარი "რეალში"? ჩვენს დესტაბილიზირებას ცდილობენ"


12-01-2018, 23:40. Разместил: ZZ
"პსჟ"-ს თავკაცი უნაი ემერი ესპანურ პრესაში ნეიმარის "რეალში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა...

"ჩვენ ძლიერი შემადგენლობა გვყავს. მოახლოვებულ მატჩებზე და უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებებზე ვართ კონცენტრირებულნი, როგორიც "რეალთან" საჩემპიონთალიგო მატჩებია".

"კლუბს გამოცდილება აქვს, როგორც მე. ჩვენს დესტაბილიზირებას ცდილობენ. წამყვანი ესპანური გაზეთი Marca ნეიმარს "რეალს" უკავშირებს. მიუხედავად ამისა, ეს არ გვაშინებს".

"ვიცით, ვისაც სურს ჩვენი დესტაბილიზირება, მაგრამ საკუთარ თავს ვიცავთ. ყველაფერი ნორმალურად იქნება"
- განაცხადა ემერიმ.
Вернуться назад