MADRIDISTA.GE > სიახლეები, ინტერვიუ > აზარი: "კონტრაქტს კურტუას შემდეგ გავახანგრძლივებ"

აზარი: "კონტრაქტს კურტუას შემდეგ გავახანგრძლივებ"


12-01-2018, 23:44. ავტორი: Tiki Taka ედენ აზარმა, რომელსაც მადრიდის "რეალს" უკავშირებენ, განაცხადა, რომ ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაგრამ ამას მხოლოდ ტიბო კურტუას შემდეგ გააკეთებს...

ეს განცხადება ბელგიელმა ლონდონში, "ფილადელფია" - "ბოსტონის" მატჩის დროს გააკეთა:

"ვთვლი, რომ პირველად კონტრაქტი ტიბომ უნდა გაახანგრძლივოს, შემდეგ კი ამას მე გავაკეთებ".

ამის შემდეგ, აზარმა "ჩელსის" გულშემატკივართან ფოტო გადაიღო, რომელმაც სთხოვა, რომ ლონდონური კლუბი არ დატოვოს. ედენმა უპასუხა, რომ "სტემფორდ ბრიჯს" არ დატოვებს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, "ჩელსი" აზარსაც და კურტუასაც ხელფასის საგრძნობლად გაზრდას პირდება, რათა მათ ესპანეთში გადაბარგება გადააფიქრებინოს. აღსანიშნავია, რომ ლონდონელებმა კურტუას კვირაში 200 000 ფუნტი შესთავაზეს.
უკან დაბრუნება