Главная > სიახლეები, ტრანსფერები > Der Spiegel: 2013 წელს "რეალი" მესის შეძენას ცდილობდა

Der Spiegel: 2013 წელს "რეალი" მესის შეძენას ცდილობდა


13-01-2018, 01:23. Разместил: ZZ
გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" 2013 წელს გარეტ ბეილის ტრანსფერამდე მზად იყო "ბარსელონას" ლიდერ ლიონელ მესის სანაცვლოდ გამოსასყიდი 250 მლნ. ევრო გადაეხადა...

ხუთი წლის წინ, ივნისის თვეში, მესის ოჯახის ადვოკატმა ინიგო მარტინესმა ფეხბურთელის მამას ხორხეს ამცნო, რომ "რეალი" ლეოს გამოსასყიდ თანხას იხდიდა. მადრიდელები ფეხბურთელს კონტრაქტს 2021 წლამდე სთავაზობდნენ და ხელფასის სახით 23 მლნ. ევროს. ამასთან ერთად, ხორხე მესის 1 მლნ. ევროს გადაუხდიდნენ.

"რეალის" იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ თვითმფრინავში ფლორენტინო პერესის, ლეო მესის, მისი ადვოკატის, "რეალის" სპორტული დირექტორის მიგელ პარდესას და კლუბის ადვოკატის შეხვედრა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ "რეალმა" ამ ინფორმაციას სრული სიცრუე უწოდა, როცა ჟურნალისტურმა საგამოძიებო ქსელმა European Investigative Collaborations-მა ამის თაობაზე კითხვა დაუსვა.
Вернуться назад