MADRIDISTA.GE > სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები > ნავასს "ლივერპულში" გადაბარგება არ სურს

ნავასს "ლივერპულში" გადაბარგება არ სურს


2-02-2018, 22:27. ავტორი: ZZ მადრიდის "რეალის" კოსტა-რიკელი გოლკიპერი "ლივერპულში" გადაბარგებაზე უარს აცხადებს...

"წითლები" მზად არიან ზაფხულში "რეალის" 31 წლის გოლკიპერი შეიძინონ. თუმცა, თავად კეილორ ნავასს ინგლისში გადაბარგების სურვილი არ გააჩნია.

უფრო მეტიც, ესპანელი საფეხბურთო ექსპერტის და Sky Sports-ის ჟურნალისტის გილემ ბალაგეს ინფორმაციით, ნავასმა კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ დავიდ დე ხეას ან ტიბო კურტუას ტრანსფერის შემთხვევაშიც კი "რეალიდან" წასვლას არ აპირებს.
უკან დაბრუნება