MADRIDISTA.GE > სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები > AS: ზიდანმა ისკოს გაყიდვა გადაწყვიტა

AS: ზიდანმა ისკოს გაყიდვა გადაწყვიტა


7-02-2018, 21:02. ავტორი: ZZ ზინედინ ზიდანი წლევანდელ სეზონში ისკოს მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილოა...

ეს ინფორმაცია პროგრამა El Chiringuito-ში ჟურნალისტმა ხოსეპ პედრეროლმა გაავრცელა, რომელიც "სამეფო კლუბის" შიდა სამზარეულოში კარგად ერკვევა.

სეზონის სტარტზე ზიდანმა ფსონი ისკოზე გააკეთა და მის გამო გუნდიდან ხამეს როდრიგესი გაუშვა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა.

თუ ესპანელი ნახევარმცველი უკეთესად ვერ იასპარეზებს, ზიდანი მთავარი მწვრთნელის პოსტის შენარჩუნების შემთხვევაში ხელმძღვანელობას ისკოს ტრანსფერზე დაყენებას სთხოვს.

ისკომ ლა ლიგის წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში აქტივში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
უკან დაბრუნება