MADRIDISTA.GE > სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა > კროოსი: "ოპტიმისტურად ვარ განწყობილი"

კროოსი: "ოპტიმისტურად ვარ განწყობილი"


13-02-2018, 12:33. ავტორი: ZZ ტონი კროოსმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პსჟ"-სთან გასამართი პირველი მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა...

"რა თქმა უნდა, რთული იქნება, რადგან "პსჟ" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენც დიდ ძალას წარმოვადგენთ. ამ მატჩებში თამაში ძალიან მსურს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

"დიახ, "პსჟ" შეტევაში სწრაფი და ძალიან კარგია. პარიზელებს ბევრი გოლი გააქვთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩვენს თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი".

"ჩვენც შესანიშნავი მეკარე, მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები გვყავს. მთავარია, საკუთარი თავის და თამაშის რწმენა გვქონდეს"
- ციტირებს Marca კროოსის სიტყვებს.
უკან დაბრუნება